ანგარიში



სსიპ ქალაქ თბილისის №207 საჯარო სკოლის მატემატიკის მასწავლებლის
მანანაგადელიას

ინტეგრირებული გაკვეთილის რეფლექსია
ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე_რიცხვითი სახელები და წილადები
2014 წლის  18 დეკემბერს მე-6 კლასში   ჩავატარე ინტეგრირებული გაკვეთილი (მათემატიკა და ქართული ) თემაზე „რიცხვითი სახელები და წილადები’. გაკვეთილის მიზანი იყო: სასწავლო პროცესში საგანთშორისი კავშირების დამყარება, კავშირი მათემატიკურ რიცხვსა და რიცხვით სახელს შორის, მოსწავლეებს უნდა გაეაზრებინათ, ერთ საგანში მიღებული ცოდნა თუ როგორ შეიძლება გამოიყენონ მეორე დისციპლინაში.                                                                 მე და ჩემმა პარტნიორმა, ქართული ენისა  და ლიტერატურის პედაგოგმა  დოდო ბოძაშვილმა,  ვეცადეთ გაკვეთილი ყოფილიყო   რაც შეიძლებუდა მრავალფეროვანი და სახალისოც.  შევიმუშავეთ გეგმა,  მოვამზადეთ პრეზენტაცია ,, რიცხვების კორიანტელი“,  რომელსაც ვიყენებდით გაკვეთილის მსვლელობისას.  პრეზენტაციის ელ მისამართია:

       კლასი გავყავით ოთხ ჯგუფად, თითოეული გუნდისათვის მოვამზადეთ ბარათები. (ბარათები დანართის სახით თან ერთვის  გაკვეთილის გეგმას),  მოვამზადეთ შეფასების რუბრიკები.
    საორგანიზაციო ნაწილის მოგვარების შემდეგ,    განვიხილეთ სიტყვა „რიცხვის“ როგორც მათემატიკური, ასევე გრამატიკული მნიშვნელობა.  დაფაზე შეივსო სქემა– აბლაბუდა:  მოსწავლეები ასახელებდნენ    სხვადასხვა რიცხვებს,  მათ შორის გამოიყო წილადი რიცხვები.  შემდეგ გადავედით   მეტყველების ნაწილებზე,  რიცხვითი სახელების   სახეებზე. მოსწავლეებთან ერთად განვიხილეთ, თუ სად გვხვდება რიცხვითი მოცემულობა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ხალისი შემოიტანა რიცხვითმა მოცემულობამ ლიტერატურაში: მოსწავლეები ასახელებდნენ ზღაპრებს, ლიტერატურულ ნაწარმოებებს, სადაც რიცხვითი სახელები იყო გამოყენებული. შემდეგ  მოსწავლეებს დაურიგდათ ბარათები,   რომელშიც რიცხვები ასოებით იყო ჩაწერილი და დახატული სამი კონვერტი, რომელსაც ეწერა ,,რაოდენობითი“, ,,როგობითი“, ,,წილობითი“;  ინსტრუქციის მიხედვით, მათ უნდა ხაზი გაესვათ რიცხვით სახელებზე, ჩაეწერათ ეს რიცხვები სხვა ფორმით (რომაულად და არაბულად) და ჩაელაგებინათ კონვერტებში (ისრების საშუალებით), შემდეგ უნდა შეედგინათ ამოცანის მოკლე ჩანაწერი და ამოეხსნათ.  კითხვებს ცვლიდა სავარჯიშოები. გაასწორეს ტექსტში დაშვებული შეცდომები, ნახატის მიხედვით  შეადგინეს ამოცანა (ასეთი ამოცანები უნვითარებს  მოსწავლეებს შემოქმედებით უნარებს.) ამოცანის პირობაში ჩასვეს გამოტოვებული რიცხვითი სახელები და ამოსახსნელად დასვეს კითხვები.ჯგუფებში იმსჯელეს და შეარჩიეს საუკეთესო შინარსის კითხვა.  ჯგუფებმა იმუშავეს გრამატიკულ სავარჯიშოზე, გაკეთეს ნამუშევრების პრეზენტაცია. შეავსეს კროსვორდი. გაკვეთილის შეჯამებისას  ვენის დიაგრამის გამოყენებით, მოსწავლეემა შეადარეს  წილადი რიცხვები და რიცხვითი სახელები.
 ჩართულობა მასწავლებლების თანაბარი იყო, ერთმანეთს ვენაცვლებოდით.                       კლასი იყო აქტიური, მოსწავლეები ხალისით ასრულებდნენ დავალებებს, ჯგუფში ინაწილებდნენ სამუშაოს, მაგრამ  ერთმა ჯგუფმა არ გააკეთა პრეზენტაცია. გაკვეთილის დასრულების შემდეგ ვისაუბრეთ მიზეზებზე, გადავწყვიტე მიმდინარე გაკვეთილებზე ამ ჯგუფის მოსწავლეებს მივცე სავარჯიშოები, რომელიც  მათ აუმაღლებს თვითშეფასებას და განუვითარებს პრეზენტაციის უნარებს.
 გაკვეთილი გამოვიდა საინტერესო, მაგრამ ჯგუფური სამუშაოსათვის განკუთვნილი დრო საკმარისი არ აღმოჩნდა. შემდეგში  ინტეგრირებულ  გაკვეთილს  დავგეგმავ  ორ დაწყვილებულ გაკვეთილზე.
გაკვეთილის გეგმა, პრეზენტაცია, ფოტომასალა, შეფასების რუბრიკები, კოლეგების შფასება  განთავსებულია ბლოგზე          http://ricxvebi.blogspot.com/

                                                                                          



              2014 წ 20 დეკემბერი                                                                             მანანა გადელია  

Комментариев нет:

Отправить комментарий