გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის გეგმ

სსიპ ქალაქ თბილისის №207 საჯარო სკოლის მატემატიკის მასწავლებლის
მანანა გადელიას

ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმ




საგანი

მათემატიკა და ქართული ენა


გაკვეთილის  მთავარი თემა

რიცხვები და რიცხვითი სახელები


სწავლების საფეხური

VI კლასი



მოსწავლეთა პროფილი

კლასში 24 მოსწავლე
განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლეები კლასში არ არის


მასწავლებლები

ქეთევან ბოძაშვილი (ქართული)
 მანანა გადელია(მათემატიკა)


გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა


სასწავლო პროცესში საგანთშორისი კავშირების დამყარება აუცილებელია პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციების დასაუფლებლად. მოსწავლეებს განუვითარდებათ ერთ საგანში მიღებული ცოდნის გამოყენების უნარი სხვა საგნის სწავლებისას.
ბავშვები დააკვირდებიან და დაინახავენ,  თუ რა კავშირია მათემატიკურ რიცხვსა და რიცხვით სახელს შორის



გაკვეთილის მიზნები და შედეგები

მოსწავლეები შეადარებენ მათემატიკურ რიცხვსა და რიცხვითი სახელებს. ამოცანების ამოხსნისას გაიაზრებენ ტექსტს, მოახდენენ მარტივი და რთული რიცხვების დიფერენცირებას,  შეადარებენ გარკვეულ და გაურკვეველ რიცხვით სახელებს, გამოიყენებენ არაბულ ციფრებთან  რიგობითობის და წილობითობის მაწარმოებელ  წესს. იპოვიან რიცხვის ნაწილს, გადაჭრიან პრობლემას (იპოვიან იატაკის ფართობს),  შეარჩევენ არითმეტიკულ მოქმედებებს და საჭიროების შემთხვევაში შეაფასებენ მოქმედებათა შედეგს. ნახატის მიხედვით შეადგენენ მათემატიკურ ამოცანას,  რომელშიც  გამოიყენებენ ქართულ ენაში მიღებულ ცოდნას.
   მოსწავლეებს  განუვითარდებათ მსჯელობის, სააზროვნო,  შემოქმედებითი, საკომუნიკაციო, შეფასების უნარ–ჩვევა.  გაიწაფებიან კითხვის სწორად დასმის ფორმულირებაში და ამოცანის შედგენაში.
მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ სხვადასხვა საგნის ინტეგრირების სურვილი
             მათ.VI.2.    მოსწავლეს შეუძლია არაუარყოფით რაციონალურ რიცხვებზე არითმეტიკული მოქმედებების შესრულება და მოქმედებათა შედეგის შეფასება.

·         იყენებს  წილადის ძირითად თვისებას წილადებზე შეკრება- გამოკლების მოქმედებების შესრულებისას; პოულობს მოცემული რიცხვის ნაწილს და ხსნის შებრუნებულ ამოცანებს
მათ. VI.10.  პრობლემის გადაჭრისას მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი ფიგურის ფართობის გამოთვლა.

·         რეალურ ვითარებაში პოულობს მართკუთხა ობიექტის ფართობს და შედეგს წარმოადგენს შესაბამის ერთეულებში

ქართ. VI. 11. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ტიპის ტექსტების ენობრივ თავისებურებებზე დაკვირვება და მსჯელობა.

·         ამო­იც­ნობს და განარ­ჩევს არ­სე­ბით, ზედსართავ, რიცხვით სა­ხე­ლებს;

ქარ. VI. 12.  მოსწავლეს შეუძლია მედიატექსტების გაანალიზება; აქვს მულტიმედია ტექსტებზე მუშაობის საწყისი უნარ-ჩვევები.
·         მიზნობრივი ტექსტების შესადგენად ინტეგრირებულად იყენებს სხვა დარგებში შეძენილ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს


წინასწარი ცოდნა

წილადების გაერთმნიშვნელიანება, წილადებზე მოქმედება. რიცხვის ნაწილის პოვნა. მართკუთხედის ფართობის გამოთვლა  (მათემატიკა)
რიცხვითი სახელების სახეები. წარმოების საკითხები. მართლწერის საკითხები.(ქართული)


შეფასების საგანი და პროცედურები

მიმდინარე განმავითარებელი შეფასება (დაკვირვების ფურცელი)
 მიმდინარე განმსაზღვრელი შეფასება რუბრიკით

შეფასების კრიტერიუმები

მოსწავლეების ჩართულობა გაკვეთილზე; აქტიურობა; ჯგუფებში მუშაობა
მოსწავლეს შეუძლია

  • წილადების ჩაწერა, წაკითხვა და მათზე მოქმედება
  • რიცხვის ნაწილის პოვნა
  • მართკუთხა ობიექტის ფართობის პოვნა
  • ნახატის მიხედვით ამოცანის შედგენა და თავისი მოსაზრების დასაბუთება

  • რიცხვითი სახელის ამოცნობა და დაჯგუფება
  • რომაული და არაბული  რიცხვების გამოყენება
  • რიგობითობის და წილობითობის მაწარმოებელი წესის გამოყენება
  • მარტივი და რთული რაოდენობითი რიცსვითი სახელების წარმოება


სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები


მასწავლებლისა და მოსწავლის სახელმძღვანელო ,,მათემატიკა“ 6კლ  გოგიშვილი, ვეფხვაძე, მებონია, ქურჩიშვილი
მასწავლებლისა და მოსწავლის სახელმძღვანელო აკაკი შანიძის ,,ქართული ენა“ VI კლასი
ბარათები (მოქმედებათა ნიშნებით), საწერი საშუალებები. თაბახის ფურცლები,   პრეზენტაცია, რომელიც მომზადდა ამ გაკვეთილისთვის (პრეზენტაცია ატვირთულია slideboom-ზე, მისამართი გეგმის ბოლოს)



გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
 გაკვეთილს თან ახლავს პრეზენტაცია რომელიც გამოყენებული იყო გაკვეთილის მსვლელობისას
A ფაზა  10   წთ
აქტივობა 1.  საორგანიზაციო საკითხები.  გაკვეთილის მიზნის გაცნობა (2 წთ)
აქტივობა 2- სქემა აბლაბუდა (4 წთ)
დაფაზე წერია სიტყვა ,,რიცხვი’’, მოსწავლეები ასახელებენ თუ როგორი რიცხვები იციან. მასწავლებელი ყურადღებას გადაიტანს წილად,  რომაულ და არაბულ რიცხვებზე (მათემატიკა).
        ქართულში, მათემატიკისგან განსხვავებით, რიცხვი ორგვარია; მოსწავლეები ასახელებენ ამ რიცხვებს (მხოლობითი და მრავლობითი) მასწავლებელი ახსენებს მეტყველების ნაწილებს და მათ შორის რიცხვით სახელებზე გადაიტანს ყურადღებას. იხსენებენ რიცხვითი სახელების სახეებს (რაოდენობითი , რიგობითი წილობითი) და კითხვებს რომლებიც დაესმის ამ რიცხვით სახელებს(ქართული)
აქტივობა 3- მინი დისკუსია (4 წთ)
 სად გამოიყენება რიცხვითი მოცემულობა ყოველდღიურ ცხოვრებაში?  ლიტერატურაში ?  სლაიდზე რამდენიმე მაგალითია ნაჩვენები  ბავშვები ასახელებენ სხვა მაგალითებს.

             B ფაზა 30 წთ
აქტივობა 4 - ამოცანაზე მუშაობა (5 წთ)
მოსწავლეებს ეძლევათ ამოცანის ტექსტი (დანართი 1) სადაც რიცხვები ასოებით იქნება ჩაწერილი და დახატული სამი კონვერტი, რომელსაც აწერია: რაოდენობითი, როგობითი, წილობითი.  ამის შემდეგ ეძლევათ  ინსტრუქცია:
·         ხაზი გაუსვით რიცხვით სახელებს;
·          რაოდენობითი, როგობითი, წილობითი სახელები ცალ- ცალკე ჩაალაგეთ შესაბამის კონვერტებში (ისრების საშუალებით);
·         რამდენი რიცხვია პირველ კონვერტში? მეორეში? მესამეში?
·         ჩაწერეთ რიგობითი, რიცხვითი სახელი რომაულად და არაბულად;
·         შეადგინეთ ამოცანის მოკლე ჩანაწერი და ამოხსენით ამოცანა
მოსწავლეები ჯგუფებში ხსნიან ამოცანას და წარმოადგენენ. ერთერთი გააკეთებს პრეზენტაციას (პრეზენტატორი ფასდება)

აქტივობა 4 - კითხვა - პასუხი (5 წთ)
 მოსწავლეები პასუხობენ კითხვაზე როგორ რიცხვით სახელებს ჰქვია რაოდენობითი? რიგობითი? წილობითი? როგორ იწარმოება ეს სახელები? როგორია გარკვეული და გაურკვეველი რიცხვითი სახელები? რიცხვითი სახელების ციფრობრივი გამოსახულების რომელ სახეებს ვიყენებთ? (არაბული და რომაული)
მოსწავლეებს მოჰყავთ მაგალითები;

აქტივობა 5 ტექსტის გასწორება და პრობლემის მოგვარება(6 წთ)
მოსწავლეებს  ეძლევათ დავალება გაასწორონ ტექსტში დაშვებული შეცდომები (დანართი 2); ტექსტი არის ცხოვრებისეული შინაარსის,  რომელიც პრობლემის მოგვარებას საჭიროებს -უნდა გამოთვალონ  იატაკის ფართობი.
ამოცანის ამოხსნამდე ქართული ენის მასწავლებელი სვამს კითხვებს: როგორ იწერება მე-6 რომაულად?
რა დროს შეიძლება გამოვიყენოთ რომაული რიცხვები ?
        უბრუნდებიან ამოცანის პირობას და ხსნიან ამოცანას. ამოცანის ამოსახსნელად საჭიროა რიცხვის ნაწილის პოვნა და მართკუთხედის ფართობის გამოანგარიშება.
ჯგუფიდან ერთი მოსწავლე აკეთებს პრეზენტაციას.
აქტივობა 7  - ნახატის მიხედვით ამოცანის შედგენა ( 6 წთ)
       ეკრანზე გამოჩნდება ნახატი წარწერებით (დანართი 3) და  ინსტრუქციით: გაასწორე შეცდომა და შეადგინე ამოცანა ნახატის მიხედვით.
მოსწავლეები ასწორებენ და ასაბუთებენ შეცდომას (მეორადი - მეორეული). მსჯელობენ, არის თუ არა ამოცანისთვის საკმარისი  ან ზედმეტი პირობა ნახატზე,   რა კითხვა უნდა დაისვას  ამოცანის ამოსახსნელად,  ადგენენ ამოცანას,უზიარებენ მეგობრებს, არჩევენ და  აფასებენ სხვა მოსწავლის მიერ შედგენილ ამოცანას. შეარჩევენ მათ შორის საუკეთესოს და ხსნიან.

აქტივობა 8 - კროსვორდის შედგენა ( 2 წთ)
მოსწავლეები ავსებენ სახალისო კროსვორდს   (დანართი 4)

აქტივობა 9 - გამოტოვებული ადგილის შევსება და კითხვის დასმა     
 ( 6 წთ) (დანართი 4)
ეკრანზე ჩანს  რიცხვითი სახელები და ტექსტი, რომელშიც ჩასასმელია ეს სახელები;
ეძლევათ ინსტრუქცია: ჩასვით გამოტოვებულ ადგილას რიცხვები, დასვი გონივრული კითხვა ისე, რომ ყველა მონაცემი იყოს გამოყენებული და ამოხსენით ამოცანა.
ამ ამოცანის შედგენისას მოსალოდნელია სხვადასხვა შინაარსის კითხვა დაისვას, მსჯელობენ რომელი კითხვა იქნება უფრო გონივრული და  საუკეთესო. არჩევენ მათგან ერთერთს და ხსნიან ამოცანას. ერთი მოსწავლე აკეთებს პრეზენტაციას.

             С ფაზა 5წთ
აქტივობა 10 - ვენის დიაგრამაზე მუშაობა (4 წთ)
 მოსწავლეები მსჯელობენ საერთო და განმასხვავებელ ნიშნებზე წილად რიცხვებს და რიცხვით სახელებს შორის. ავსებენ ვენის დიაგრამას;

 აქრივობა 11 - საშინაო დავალება (1 წთ)
 მოიფიქრეთ სამი ცხოვრებისეული ამოცანა წილადების  გამოყენებაზე, სადაც სხვადასხვა სახის რიცხვითი სახელები იქნება გამოყენებული და ამოხსენით; რიცხვით სახელებს გაუსვით ხაზი და მიუთითეთ რიცხვითი სახელის სახე.

დანართი 1

ამოცანა
ბენზინგასამართ სადგურში ოთხიათას სამასოცი ლიტრი ბენზინი იყო. პირველ დღეს გაიყიდა ბენზინის მეოთხედი. მეორე დღეს დარჩენილის სამი მეოთხედი. მესამე დღეს სულ გაიყიდა ბენზინი. რამდენი გაიყიდა მესამე დღეს?








დანართი 2
VI კლასის მოსწავლეებმა გაზომეს საკლასო ოთახის იატაკის სიგრძე და სიგანე. აღმოჩნდა, რომ ერთი  გვერდი სამ მეტრ ნახევარია. მეორე პირველის  სამი მეშვიდედია.
დაეხმერეთ მათ პრობლემის მოგვარებაში
 იპოვეთ იატაკის ფართობი

რამდენი რიცხვითი სახელია გამოყენებულული?  შეგხვდათ შეცდომები?


 დანართი 3





     გაასწორე შეცდომები და შეადგინე ამოცანა ნახატის მიხედვით


    დანართი 4

     ჩასვი შემდეგი რიცხვითი სახელების ტექსტში
   3/4        III;      24;     I;    ნახევარი;  3;     II;  
     და ამოხსენი ამოცანა


    გემი ------ დღის განმავლობაში მოძრაობდა;
    ------   დღეს გაიარა მთელი გზის  ------   ,
    ------  დღეს  დარჩენილი გზის -----  ,
     ------  დღეს დარჩენილი  -----  კილომერტრი.
    დასვი გონივრული კითხვა და ამოხსენი


 დანართი 5

       კროსვორდი
       1.      რიცხვითი სახელის ერთ-ერთი სახე (რიგობითი )
       2.      რიცხვითი სახელის ერთ-ერთი სახე  (წილობითი)
       3.      წოლადის ნაწილი რომელიც გვიჩვენებს რამდენი ნაწილია აღებული (მრიცხველი)
       4.      სულიერსაც აქვს და უსულოსაც (სახელი)
       5.      წილადის ნაწილი რომელიც გვიჩვენებს რამდენ ტოლ ნაწილადაა გაყოფილი                   მთელი (მნიშვნელი)
       6.      რიცხვი რომელიც ჩაიწერება ხაზის გამოყენებით (წილადი)


Комментариев нет:

Отправить комментарий